logo
ENG



Forbes: კურსკში საბრძოლო მოქმედებებში კიდევ 2 ​​უკრაინული სადესანტო-მოიერიშე ბრიგადა ჩაერთო

15 აგვ 202413:02
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/15/otulgvqyaj5eilg.png

Forbes-ის ინფორმაციით, კურსკის ოლქში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში კიდევ ორი ​​უკრაინული სადესანტო-მოიერიშე ბრიგადა [82-ე და 95-ე ბრიგადები] ჩაერთო.

მედიის ცნობით, ამჟამად რუსეთის ტერიტორიაზე დაახლოებით 15 000 უკრაინელი ჯარისკაცი იმყოფება.

Forbes-ი წერს, რომ დამატებით ჯარს შეუძლია გაახანგრძლივოს უკრაინის შეტევა კურსკის რეგიონში, მაშინაც კი, თუ მეტი რუსული ჯარი ჩავა კურსკში, ფრონტზე.

***

პირველი ცალკეული შეტყობინებები იმის შესახებ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები კურსკის ოლქში გადავიდნენ 6 აგვისტოს გაჩნდა.

კურსკის ოლქის ხელმძღვანელმა ალექსეი სმირნოვმა 7 აგვისტოს დილით განაცხადა, რომ რეგიონი "გმირულად ეწინააღმდეგება უკრაინელ ნაცისტებს".

6 აგვისტოს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ სასაზღვრო რაიონის დასახლებებს ნიკოლაევო-დარინოსა და ოლეშნიას უკრაინის შეიარაღებული ძალების 300 სამხედრო დაესხა თავს, 11 ტანკისა და 20-მდე სამხედრო მანქანის დახმარებით. უწყებაში განაცხადეს, რომ ბრძოლების შედეგად უკრაინის 16 ერთეული ჯავშანტექნიკა გაანადგურეს. ამავე დღეს საღამოს კი სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინულმა დანაყოფმა, რომელიც კურსკის ოლქში შეჭრას ცდილობდა, უკან დაიხია. მოგვიანებით ეს განცხადება წაიშალა.

უკვე 7 აგვისტოს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ღამით რუსმა სამხედროებმა უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურებთან ერთად "განაგრძეს უკრაინის შეიარაღებული ფორმირებების განადგურება, რომლებიც უშუალოდ რუსეთი-უკრაინის საზღვარზე მიმდებარედ იყვნენ".

12 აგვისტოს, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქში დაახლოებით 20-ზე მეტი კადიროველი ტყვედ აიყვანეს. ამასთან, კურსკის გუბერნატორის მოვალეობების შემსრულებელმა, ალექსეი სმირნოვმა, მთავრობის საგანგებო სხდომაზე თქვა, რომ ამ დროისთვის უკრაინის შეიარაღებული ძალები 28 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებს. ასევე ცნობილია, უკრაინა კურსკის ოლქში დაახლოებით 1 000 კვადრატულ კილომეტრს აკონტროლებს.


close დახურვა