logo
ENG



Forbes: რუსეთმა ომში 82 მილიარდი დოლარი დახარჯა, მისი წლიური ბიუჯეტის მეოთხედი

25 ნოე 202215:58
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/25/r98p3fxvmd8qerb.jpg

Forbes-ის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, 9 თვის განმავლობაში რუსეთმა 82 მილიარდი დოლარი დახარჯა, მისი წლიური ბიუჯეტის მეოთხედი.

გამოცემის მიხედვით, 82 მილიარდი დოლარიდან, 14 მილიარდზე მეტი სარაკეტო თავდასხმები დაჯდა. არსებული მონაცემებით, რუსეთმა, სავარაუდოდ, 4000-ზე მეტი რაკეტა გაისროლა უკრაინის ტერიტორიაზე. რაკეტების ღირებულება კი საშუალოდ 3 მილიონ დოლარს შეადგენს.

გამოცემა წერს, რომ არტილერიას დაახლოებით 6,6 მილიარდი დოლარი დასჭირდა, რუსი სამხედროების ხელფასს კი 15,6. ამასთან, Forbes იუწყება, რომ რუსული ძალების 20,8 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო ტექნიკა განადგურდა.

დასავლელი სამხედრო ექსპერტების თქმით, რუსული რაკეტების მარაგის დიდი ნაწილი ამოწურულია. ამასთან, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ რუსებს 3-4 მასიური სარაკეტო შეტევისთვის საკმარისი რაკეტები ჯერ კიდევ აქვთ.


close დახურვა