logo
ENG



ოკუპანტების მიერ სოფელ ბალთას მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ზურაბ ლობჟანიძე თავისუფალია

03 ივლ 202414:17
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/03/u44t1tjdvjjvc13.jpg

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებულ სოფელ ბალთას მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ზურაბ ლობჟანიძე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

"ზურაბ ლობჟანიძის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) მიერ ოპერირებადი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი.

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება.

ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად"- ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა