logo
ENG



Forbes Ukraine: რუსეთმა უკრაინასთან ომზე უკვე 167 მილიარდი დოლარი დახარჯა

16 სექ 202322:58
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/16/ngio1wqeh38q2i4.png

უკრაინული Forbes-ის ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინასთან ომზე 2023 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში დახარჯა იმაზე მეტი თანხა, ვიდრე სრულად მიმდინარე წლის განმავლობაში აპირებდა, რომ დაეხარჯა.

Forbes-ის ცნობით, რუსეთი სრულმასშტაბიან ომზე ყოველდღიურად დაახლოებით 300 მილიონ დოლარს ხარჯავს. ამასთან, რუსეთი სამხედრო ბიუჯეტის გაორმაგებას გეგმავს.

Forbes Ukraine გენშტაბის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის პირდაპირ სამხედრო ხარჯები და დაკარგული ტექნიკის საფასური ომის 18 თვის განმავლობაში 167.3 მილიარდ დოლარს შეადგენს.

განაწილება ასე გამოიყურება: სამხედრო მოქმედებების უზრუნველყოფა - 51.3 მილიარდი, სამხედროების ხელფასი - 35.1 მილიარდი, დაღუპულთა ოჯახებისთვის კომპენსაცია - 25.6 მილიარდი, დაშავებულებისთვის კომპენსაცია - 21 მილიარდი და განადგურებული ტექნიკის საფასური - 34 მილიარდი.

ამასთან, Forbes Ukraine-ის ინფორმაციით, ამ გამოთვლაში არ შედის სისტემატური ხარჯები, რომელსაც რუსეთი ხარჯავს თავდაცვაზე, რომელიც სამხედრო მოქმედებებს არ უკავშირდება. ასევე, არ არის დაანგარიშებული ქვეყნის ეკონომიკური დანაკარგი - სანქციებისა და ომის გამო.


close დახურვა