logo
ENG



Freedom House-ის ანგარიშში საქართველოს შეფასება გაუარესდა

06 მაი 202014:58
3 წუთის საკითხავი
 
puxkcuz2becjmbb.jpg

Freedom House-მა ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს შეფასება წინა წლებთან შედარებით, გაუარესებულია და კრიტიკული ქვეყნების ნაწილშია მოხვედრილი. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისაა, რომ ორგანიზაციის შეფასებით, დემოკრატიული თვალსაზრისით ქვეყანაში გარკვეული მიმართულებები გაუარესებულია.

ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის სასამართლო სისტემაში არსებული ხარვეზებზე, პოლიპატიმართა საკითხზე და პოლარიზებულ პოლიტიკურ გარემოზე. ასევე საუბარია პარლამენტში ოპოზიციის ბოიკოტზე. ყურადღება გამახვილებულია იმაზეც, რომ არაერთი კანონპროექტი მათი პროტესტის ფონზე მიიღეს.

„საპარლამენტო პარტიების სრული ან ნაწილობრივი ბოიკოტი ალბანეთის, ბულგარეთის, საქართველოს, მონტენეგროსა და სერბეთის პარლამენტების მუშაობას აფერხებს და მიანიშნებდა სიმართლისა და ლეგიტიმურობის არარსებობაზე“, - ნათქვამია ანგარიშში.

გარდა ამისა, ორგანიზაციის შეფასებით, სასამართლო სისტემა დიდი ხანია, რაც საქართველოს პოლარიზებულ პოლიტიკას წარმოადგენს, თუმცა თვითნებური დაპატიმრებები და არაერთი სხვა საკითხი, 2019 წელს და 2020 წლის დასაწყისში კიდევ უფრო გამწვავდა.

„სასამართლო სისტემა დიდი ხანია, რაც საქართველოს პოლარიზებულ პოლიტიკას წარმოადგენს, თუმცა თვითნებური დაპატიმრებები და არაერთი საკამათო სასამართლო საქმეები 2019 წელს და 2020 წლის დასაწყისში კიდევ უფრო გამწვავდა. პოლიტიკურ დარგში ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე გამოჩნდა თუ არა, მაშინვე ფულის გათეთრების ბრალდება წაუყენეს. ხოლო უფრო დამკვიდრებულ ოპოზიციურ ლიდერს, გიგი უგულავას, 38 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. ესაა საჯარო სახსრების ბოროტად გამოყენება. ამ ფონზე კი, მმართველმა გუნდმა ქვეყნის უზენაეს სასამართლოს 14 მოსამართლე, „უაღრესად დისფუნქციური და არაპროფესიონალი პირები“, უვადოდ დანიშნა“, - აღნიშნულია ანგარიშში.

დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია პროპორციული საარჩევნო სისტემის ცვლილების ჩაგდებასთან დაკავშირებითაც და ნათქვამია, რომ ქვეყანაში არსებული კრიზისი მაშინ იქნა შემსუბუქებული, როდესაც მხარეებმა მარტში შეთანხმებას მიაღწიეს.

„2020 წლის თებერვალში, ყველა ოპოზიციური ბლოკის დეპუტატებმა დატოვეს საკანონმდებლო ორგანო მას შემდეგ, რაც მთავრობამ უკან დაიხია დაპირება, რომ ქვეყანა სრულ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასულიყო. ამ სისტემამ შეამცირა მმართველი, „ქართული ოცნების“ პარტიის შანსები საპარლამენტო არჩევნებში კვლავ გამარჯვების შესახებ. კრიზისი მხოლოდ მაშინ იქნა შემსუბუქებული, როდესაც საერთაშორისო შუამავლობის დახმარებით, მხარეები მარტში შეხვდნენ“, - წერია ანაგირშში.

Freedom House-ი მიუთითებს, რომ დემოკრატია მუდმივად უნდა იყოს დაცული და ქვეყნებისთვის მომდევნო წლებში მთავარი ამოცანა ეს უნდა იყოს.


close დახურვა