საერთაშორისო ორგანიზაციის Freedom House-ის ანგარიშის "თავისუფლება მსოფლიოში 2021", თანახმად, საქართველოს რეიტინგი გაუარესდა და 60 ქულით ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების სიაში რჩება. 2019 წელს საქართველოს 63 ქულა ჰქონდა და 2020 წელს კი 61.
ანგარიშში საუბარია არჩევნებზე, საარჩევნო სისტემასა და კოვიდშეზღუდვებზე. როგორც ორგანიზაცია წერს, მიუხედავად იმისა, რომ კოვიდრეგულაციები საფრთხის პროპორციული იყო, პანდემიის ზრდასთან ერთად, მთავრობასთან დაახლოვებულმა ბიზნესმენემბმა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ტენდერები მოიგეს.
ასევე, ანგარიშში ნახსენებია "ოლიგარქიული გავლენები" პოლიტიკურ პროცესებზე.