დიდი შვიდეულის ქვეყნებმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის საკითხზე იმსჯელეს, შემდეგ კი ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.
მასში ნათქვამია:
"ჩვენ, კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, გაერთიანებული სამეფოს და ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა მინისტრები კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, გაერთიანებული სამეფოს და ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა მინისტრები და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კვლავ სასტიკად ვგმობთ რუსეთის არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ ომს, რომელიც ბელარუსის მთავრობის დახმარებთ გახდა შესაძლებელი.
რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს უკრაინის მიმართ მიმდინარე თავდასხმა, რაც დრამატულად აისახა მოსახლეობაზე, გაანადგურა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, და დაუყოვნებლივ გაიყვანოს რუსეთის სამხედრო ძალები. პრეზიდენტ პუტინის აგრესიის გამო რუსეთი იზოლირებულია დანარჩენი მსოფლიოსგან, რასაც მოწმობს გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ უპირობო მხარდაჭერა მოწოდებისა, დაუყოვნებლივ სამხედრო ძალები უკრაინის ტერიტორიიდან, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
ჩვენ გულწრფელ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს და ვუცხადებთ თანაგრძნობას ომის მსხვერპლებს და მათ ოჯახებს. ჩვენ ხაზს ვუსვამთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას უკრაინის, მისი თავისუფლად არჩეული მთავრობისა და მამაცი ხალხის მიმართ ამ ყველაზე რთულ დროს, გამოვთქვამთ მზადყოფნას, დავეხმაროთ მათ.
ჩვენ ვგმობთ რუსეთის თავდასხმებს უკრაინელი მოქალაქეებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, სკოლებისა და საავადმყოფოების ჩათვლით. მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს ვალდებულება და სრულად სცეს პატივი საერთაშორისო ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებათა სამართალს.
უკრაინის და გაეროს ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს, სამედიცინო პერსონალს და არასამთავრობო დახმარების მიმწოდებლებს უნდა ჰქონდეთ უსაფრთხო, სწრაფი და შეუფერხებელი წვდომა იმ ადამიანებთან, ვისაც ეს სჭირდებათ, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ ჰუმანიტარული ხელმისაწვდომობის შესახებ შეთანხმების გამოცხადებას პირველ მნიშვნელოვან ნაბიჯად ვაღიარებთ.
ეს უნდა განხორციელდეს სწრაფად და საიმედოდ. ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, გავზარდოთ ჰუმანიტარული დახმარება, ვინაიდან რუსეთის აგრესიის შედეგად დახმარების საჭიროების მქონე ადამიანების რიცხვი. ჩვენ დაჟინებით მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს თავდასხმები, განსაკუთრებით უკრაინის ატომური ელექტროსადგურების სიახლოვეს.
ნებისმიერი შეიარაღებული თავდასხმა და მუქარა ბირთვულ ობიექტებზე საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევაა.
ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ იმ კატასტროფული ჰუმანიტარული მსხვერპლით, რაც რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქების მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განგრძობადმა თავდასხმებმა გამოიწვია.
კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, რომ განურჩეველი თავდასხმები საერთაშორისო სამართლით აკრძალულია. ჩვენ მივესალმებით გამოძიებისა და მტკიცებულებების შეგროვებას, მათ შორის, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორის მიერ.
მსოფლიო მშვიდობისა და უსაფრთხოების ფუნდამენტური პრინციპების და საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა რუსეთის მიერ უპასუხოდ არ დარჩება. ჩვენ უკვე დავაწესეთ არაერთი შორსმიმავალი ეკონომიკური და ფინანსური სანქცია. ჩვენ გავაგრძელებთ სანქციების დაწესებას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, რომელიც ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ იქნა ნებადართული.
ჩვენ გვსურს, რუს და ბელორუს ხალხს ნათლად ვუთხრათ, რომ მათი წინააღმდეგ დაწესებული მკაცრი სანქციები არის პუტინის მიერ უკრაინის წინააღმდეგ არაპროვოცირებული და გაუმართლებელი ომის შედეგი და მკაფიო რეაქცია. პრეზიდენტ პუტინს, მის მთავრობას და მხარდამჭერებს და ლუკაშენკოს რეჟიმს ეკისრებათ სრული პასუხისმგებლობას ამ სანქციების ეკონომიკურ და სოციალურ შედეგებზე.
ჩვენ ვგმობთ რუსეთის მთავრობის და მასთან აფილირებული მედიის და მარიონეტების დეზინფორმაციას უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიის მხარდასაჭერად. მუდმივად გაყალბებული ინფორმაცია კიდევ უფრო მეტი ადამიანის სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს. ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, დავუპირისპირდეთ რუსეთის დეზინფორმაციულ კამპანიას.
ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მხარდაჭერას და ერთგულებას უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მათ შორის, ტერიტორიულ წყლებში. ხაზს ვუსვამთ, რომ რუსეთის განახლებული აგრესიის შედეგად ამ ვითარების ნებისმიერი ცვლილება არ იქნება აღიარებული".
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. საბრძოლო მოქმედებები ერთდროულად რამდენიმე ოლქში მიმდინარეობს. რუსეთი ბომბავს უკრაინის დედაქალაქ კიევსაც. თუმცა, ვერ ერთ რეგიონში დამპყრობლები წარმატებას ვერ აღწევენ. დამპყრობლებმა მხოლოდ ქალაქ ხერსონის ნაწილზე მოახერხეს კონტროლის აღება.
რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე ვლადიმირ პუტინმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობა აღიარა.
მანამდე, რამდენიმე კვირის განმავლობაში რუსეთს უკრაინის საზღვრებთან ასობით ათასი ჯარისკაცი ჰყავდა განლაგებული და ამბობდა, რომ ეს საწვრთნელი შეკრებები იყო.