logo
ENG



G7: საერთაშორისო სამართლის თანახმად, პრეზიდენტ პუტინს პასუხისგებაში მივცემთ

13 დეკ 202211:30
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/13/qzyy2zm31xk39zc.jpg

დიდი შვიდეულის ლიდერებმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს. ისინი უკრაინას დახმარებას აღუთქვამენ. მათი თქმით,  ვლადიმერ პუტინი და ომზე პასუხისმგებელი პირები საერთაშორისო სამართლის თანახმად, პასუხისგებაში მიეცემიან. 

"დღეს ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას და სოლიდარობას უკრაინის მიმართ რუსული აგრესიული ომის ფონზე. ჩვენ ვგმობთ რუსეთის მუდმივ არაჰუმანურ და სასტიკ თავდასხმებს კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, განსაკუთრებით ენერგეტიკულ, წყალმომარაგების ობიექტებსა და უკრაინის ქალაქებზე. თავდასხმები  მშვიდობიან მოსახლეობაზე ან სამოქალაქო ობიექტებზე, წარმოადგენს ომის დანაშაულს. ჩვენ ასევე ვგმობთ მათ, ვინც ხელს უწყობს პუტინის უკანონო ომს. ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ უკრაინას მისი კრიტიკული ენერგეტიკული და წყლის ინფრასტრუქტურის შეკეთებაში, აღდგენასა და დაცვაში. ჩვენ დავეხმარებით უკრაინას ზამთრისთვის მომზადებში, კიდევ უფრო გავაძლიერებთ ჩვენს ძალისხმევას ამ მხრივ საერთაშორისო კონფერენციის დროს, რომელიც გაიმართება პარიზში 13 დეკემბერს. ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, რომ რუსეთმა საბოლოოდ  გადაიხადოს მისი სასტიკი ომის შედეგად დაზიანებული ან განადგურებული კრიტიკული ინფრასტრუქტურის ფასი. არ შეიძლება იყოს დაუსჯელი ომის დანაშაულებისა და სხვა სისასტიკისთვის. ჩვენ საერთაშორისო სამართლის მიხედვით, პრეზიდენტ პუტინს და სხვა ომში მონაწილე პირებს პასუხისგებაში მივცემთ. ჩვენ ვიმეორებთ, რომ რუსეთის უპასუხისმგებლო ბირთვული რიტორიკა მიუღებელია და რომ ქიმიური, ბიოლოგიური ან ბირთვული იარაღის ნებისმიერ გამოყენებას მძიმე შედეგებს მოჰყვება."- წერია განცხადებაში. 


close დახურვა