დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნები უკრაინის მხარდასაჭერად 18.4 მილიარდი დოლარის გამოყოფაზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას Reuters-ი მის ხელთ არსებულ კომუნიკეზე დაყრდნობით ავრცელებს.
"ჩვენ მობილიზებული გვაქვს 18.4 მილიარდი დოლარის საბიუჯეტო მხარდაჭერა, მათ შორის 9.2 მილიარდი დოლარია, რომელიც პეტესბერგის შეხვედრამდე, ერთი დღით ადრე გაცხადდა. ეს თანხა საჭიროა, რათა დაეხმაროს უკრაინას დაფაროს ფინანსირების ხარვეზები და განაგრძოს უკრაინელი ხალხისთვის ძირითადი სერვისების მიწოდება", - წერია G7-ის ფინანსთამინისტრების კომუნიკეში.
აღნიშნული თანხა საჭიროა, უკრაინის ფუნქციონირებისთვის - მაისში, ივნისსა და ივლისში.
უკრაინას თვეში 5 მილიარდი ევრო სჭირდება, რათა იფუნქციონიროს. კერძოდ, თავად უკრაინის ხელისუფლების მიერ მოწოდებულ მონაცემებზე დაყრდნობით, ირკვევა, რომ ეს თანხა მთავრობას ხელფასების, პენსიების და სხვა პირველადი საჭიროების პროდუქტებისთვის სჭირდება.