logo
ENG



GDI: ოპონენტებისა და კრიტიკული მედიისთვის სიძულვილის გარემოს შექმნაზე წვლილი ოცნებას მიუძღვის

19 დეკ 202221:42
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/19/s1o6mucafypgqvu.png

არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) ბათუმში ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერზე, გიორგი კირთაძეზე თავდასხმას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ადამიანების დევნა და ფიზიკური ხელშეუხებლობის ხელყოფა სახელმწიფოს მხრიდან უსწრაფეს და ადეკვატურ რეაგირებას საჭიროებს.

როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამია, მომხდარი პოლიტიკური ოპონენტებისა და კრიტიკული მედიის მიმართ შურისძიებისა და სიძულვილით სავსე გარემოს გამოძახილია.

"ადამიანების დევნა და ფიზიკური ხელშეუხებლობის ხელყოფა, მათი პოლიტიკური შეხედულებისა თუ აზრის გამო მისი ბუნებიდან გამომდინარე საზოგადოებისთვის განსაკუთრებით საშიშ დანაშაულს წარმოადგენს და სახელმწიფოს მხრიდან უსწრაფეს და ადეკვატურ რეაგირებას საჭიროებს.
თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მომხდარი პოლიტიკური ოპონენტებისა და კრიტიკული მედიის მიმართ შურისძიებისა და სიძულვილით სავსე გარემოს გამოძახილია, რომლის წახალისებასა და ფორმირებაში უდიდესი წვლილი ქართული ოცნების მოქმედ ხელისუფლებას, სწორედ მას მიუძღვის, ვისაც მსგავს დანაშაულების პრევენცია და მომხდარზე რეაგირება ევალება", - წერია განცხადებაში.

ფორმულას პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს ბათუმში ნაციონალური მოძრაობის აჭარის ორგანიზაციის ლიდერს, გიორგი კირთაძეს თავს დაესხნენ.


close დახურვა