logo
ENG



GIZ-მა ჯანდაცვის სამინისტროს 100 ათასი პირბადე და 2 ათასი ლიტრი სადეზინფექციო ხსნარი აჩუქა

17 აპრ 202016:34
3 წუთის საკითხავი
 
miec4njkh9xe4og.jpg

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებამ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს კორონავირუსთან საბრძოლველად 100 ათასი პირბადე და 2 ათასი ლიტრი სადეზინფექციო ხსნარი საჩუქრად გადასცა.

„იმედი გვაქვს, რომ ეს მცირედი, მაგრამ საჭირო დროს გაწეული დახმარება, საშუალებას მისცემს პანდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე მყოფ სამედიცინო პერსონალსა და საჯარო მოხელეებს, უსაფრთხოდ შეასრულონ მათზე დაკისრებული მოვალეობა", - აცხადებს GIZ-ის პროგრამის მრჩეველი, არჩილ ჟორჟოლიანი.

შეგახსენებთ, რომ GIZ საქართველოში 1992 წლიდან ოპერირებს და ისეთ საკითხებზე მუშაობს, როგორიცაა კარგი მმართველობის, დემოკრატიის, მდგრადი ეკონომიკური განვითარების, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილება.



close დახურვა