logo
ENG



GNCC: კავკასუს ონლაინი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 270 000 ლარით დაჯარიმდა

12 მარ 202016:57
3 წუთის საკითხავი
 
mmycd8wcpv5x0lg.png

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ "კავკასუს ონლაინი" დააჯარიმა. მიზეზად ვალდებულებების შეუსრულებლობა დასახელდა. ამის შესახებ ინფრომაციას თავად კომისია ავრცელებს. 

“კავკასუს ონლაინი” ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, 270 000 ლარით დაჯარიმდა კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინი“ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, კვლავ დააჯარიმა და 270 000 ლარი დააკისრა. საქმე კომპანიის წილის კომისიის თანხმობის გარეშე გასხვისებას ეხება. კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინს“ წილის პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნების ვალდებულება 17 ოქტომბერს დააკისრა, თუმცა კომპანიას აღნიშნული ვალდებულება ამ დრომდე არ შეუსრულებია, რის გამოც, „კავკასუს ონლაინი“ უკვე მეოთხედ დაჯარიმდა",-აღნიშნულია გაცხადებაში. 

გავრცელებული ინფრომაციით იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზებული პირი 1 მაისამდე აღნიშნულ ვალდებულებას კვლავ არ შეასრულებს, დღის წესრიგში შესაძლოა კომპანიის ავტორიზაციის შეჩერების საკითხი დადგეს. 


close დახურვა