logo
ENG



GWP-იმ ისანში, ნაძალადევსა და ჩუღურეთში წყალი 36 საათით გათიშა

15 მარ 202211:55
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/15/08saz90pimszxor.png

GWP-იმ ისანში, ნაძალადევსა და ჩუღურეთში წყალი 36 საათით, 15 მარტის დილის 10:00 საათიდან 16 მარტის საღამოს 22:00 საათამდე, გათიშა. მიზეზად "ღრმაღელე-სამგორის წყალგამტარ გვირაბზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელი სამუშაოების ჩატარება" სახელდება.

მათი ცნობით, წყალმომარაგება შეეზღუდება:

ისნის რაიონში

ვაზისუბნის დასახლებას და მიკრორაიონებს, მშველიძის, ნიაბის, სამრეკლოს, ავლაბრის, გუჯარეთის, აწყურის, ქეთევან დედოფლის გამზირის ნაწილს და მიმდებარე ქუჩებს. ვარკეთილის მე-4 მიკრორაიონის მე-3 კვარტალს, ნავთლუღის I დასახლებას, ტატიშვილის, ხარაბაძის, უზნაძის და მიდებარე ქუჩებს

ნაძალადევის რაიონში

ხუდადოვის, ბენდელიანის, სტურუას, მესხის, ურიდიას, ჟღენტის და მიმდებარე ქუჩებს. ზაქარაიას, დაისის, ღრმაღელეს, ჯავის, ზედაზნის, ახალ მოწამეთა, მუხრანის, შენგელაიას, რატევანის, ბოგვის და მიმდებარე ქუჩებს; სანზონის დასახლების ნაწილს;

ჩუღურეთის რაიონში

მარუაშვილის, სამურზაყანოს, 9 ძმის, ნორიოს, ჩეჩელაშვილის, დავითაშვილის, ბაგრატიონის, გუმათის, ასპინძის, მეუნარგიას, სარკინეთის, ჯორჯაძის და მიმდებარე ქუჩებს; ივერთუბნის დასახლებას

მათი თქმით, სამუშოების შედეგად ისნის, ნაძალადევის და ჩუღურეთის რაიონების აბონენტების წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის", - ამბობენ კომპანიაში.


close დახურვა