logo
ENG



GWP: 8 სექტემბერს თბილისის ნაწილს მთელი დღით წყალმომარაგება შეუწყდება

07 სექ 202315:03
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/07/ndzzvt8j3e3x87p.jpg

GWP-ის განცხადებით, 8 სექტემბრის 11:00 საათიდან 9 სექტემბრის 07:00 საათამდე, დაგეგმილი სამუშაოების გამო, ისნის რაიონის ნაწილს წყლის მიწოდება შეუწყდება.

მათივე განცხადებით, წყალმომარაგება ბერი გაბრიელ სალოსის ქ. N131-თან აუცილებელი გადაერთებითი სამუშაოების გამო შეწყდება.

კერძოდ, წყლის მიწოდება შეეზღუდება:

მოსკოვის გამზირი, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩა, ქინძმარაულის ქუჩას. ქინძმარაულის შესახვევს, ქინძმარაულის ჩიხს, ქინძმარაულის II შესახვევს, კვარტალს, ბაბუციძის, ოცხელის, ნაკადულის, გარდაბნის გზატკეცილს, წმ. ბარბარეს დასახლებას, საფერავის, ჩხავერის, ალექსანდროულის, ზემო მეტალურგთა, გაბრიელ სალოსის, დოდაშვილის, ბოგდან ხმელნიცკის, წულაძის, სამრეწველოს დასახლებას, თეთრი წყაროს, კობა ჩოხელის, ნარგიზის, ლერწმის, მანავის, საექიმოს, აჰმედ ჯავადის, მიკოლა ბაჟანის, არტურ ლაისტის, მარჯორი უორდროპის, ჰოსპიტალის, რიჩარდ ჰოლბრუკის, ნავთლუღის ქუჩა N10; ჩკალოვის, იუნკერთა ქუჩებს, რუსთავის გზატკ. N 1-251(კენტები) N2-42(ლუწები), გორგასლის ქ. N50-52 დირსის კორპუსებს(შოთა ნადირაშვილის).

 

 


close დახურვა