logo
ENG



Georgian Airways - დღეს, გაიხსნება გაყიდვები ბერლინის რეისისთვის, ადგილები შეზღუდულია!

10 აპრ 202011:54
3 წუთის საკითხავი
 
2p0cgzsgkpctyeb.jpg

ავიაკომპანია GEORGIAN AIRWAYS-ი განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ბერლინის რეისზე ბილეთების წინასწარი დაჯავშნა შესაძლებელი არაა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, დიდი მოთხოვნის გამო, ადგილები შეზღუდულია.

„დღეს, გაიხსნება გაყიდვები ბერლინის რეისისთვის! დიდი მოთხოვნის გამო, ადგილები შეზღუდულია! მგზავრებს, რომელთაც დიდი ხნის წინ ქონდა შეძენილი ბილეთები, გთხოვთ დაუკავშირდეთ ჩვენს მომხმარებელთა მომსახურების ცენტრს (რომელიც ასევე შეეცდება დაგიკავშირდეთ, თუ საკონტაქტო დეტალები სწორად გაქვთ მითითებული ჯავშანში).

"რაც შეეხება ბილეთებს, რომელიც დღეს უნდა გაიყიდოს: წინასწარი დაჯავშნა არ არის შესაძლებელი, ასევე არ ხდება ბილეთების ხელმეორედ რეალიზაცია, სახელის შეცვლა, ან ბილეთების დაბრუნება! ერთი გზის, ბერლინი-თბილისის ფასი: 199 ევრო. შესყიდვა შესაძლებელია მხოლოდ ჩვენს ოფიციალურ ვებსაიტზე“, - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ავიაკომპანიის მიმართ ბოლო პერიოდში ემიგრანტები პრეტენზიებს გამოტქვამენ და ამბობენ, რომ ბიეთები მანამდე იყიდება, სანამ მათ ვებ-გვერდზე ოფიციალურად აქვეყნებენ და გააქტიურებულია შავი ბაზარი.


close დახურვა