კომპანია „გლოვოს“ მარკეტინგის სამსახურის წარმომადგენელი „ფორმულასთან“ საუბარში ადასტურებს, რომ ხვალიდან ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება მუშაობა.
კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, მომსახურების მიწოდება მოქალაქეებისთვის, როგორც მანქანებით, ასევე სკუტერებით მოხდება.
შეგახსენებთ, დღეს კომპანიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ავტომობილების გადაადგილების შეზღუდვის გამო, კომპანიის თანამშრომლები მანქანით პროდუქტის მიწოდებას ვეღარ შეძლებდნენ, თუმცა გადაწყვეტილება შეიცვალა და ხვალიდან მანქანებით მოძრაობა „დელივერი“ კომპანიებისთვის დაშვებული იქნება.