ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ისევ დაუკავშირდა უკრაინის ენერგოსისტემას. ინფორმაციას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA) ავრცელებს.
"ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარე გადამცემი ორივე ხაზი, 750 კვ და 330 კვ სარეზერვო ხაზი, რომელიც ქსელიდან ელექტროენერგიის მიწოდებას იყენებდა, გარემონტდა და პარასკევს ხელახალი ჩართვა დაიწყო. დაახლოებით 22:00 საათზე, ზაპოროჟიეს ექვსივე ატომურ სადგურზე 750 კვ ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა", - ამბობს IAEA-ს დირექტორი რაფაელ გროსი.
***
17 ოქტომბერს ზაპოროჟიეს ატამურ ელექტროსადგურში, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ენერგოდარშია განლაგებული, სროლის შემდეგ ელექტრომომარაგება გაითიშა.
პირველ ოქტომბერს რუსმა სამხედროებმა სადგურის გენერალური დირექტორი, იგორ მურაშოვი გაიტაცეს. 4 ოქტომბერს ის რუსულ სახელმწიფო არხებზე გამოჩნდა, სადაც აცხადებდა, რომ უკრაინულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა და "აცნობიერებდა", რომ სადგურის მიმართულებით უკრაინელები ისროდნენ.