logo
ENG



IAEA: ჩერნობილის სადგურზე ელექტრომამარაგება აღდგა

15 მარ 202211:28
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/15/mmdjat5rcdbzx7n.jpg

ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ელექტრომომარაგება აღდგენილია. ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო Twitter-ზე წერს.

"უკრაინამ შეატყობინა IAEA-ს, რომ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის გარე ელექტრომომარაგება კვლავ აღდგა მას შემდეგ, რაც საოკუპაციო ძალების მიერ ელექტროგადამცემი ხაზი კვლავ დაზიანდა", - ამბობენ ორგანიზაციაში. 

24 თებერვალს უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსულმა საოკუპაციო ძალებმა ჩერნობილის სადგური დაიკავეს. საბრძოლო მოქმედებების გამო სადგური ენერგიისგან დაცლილი იყო. 9 მარტს უკრაინულმა მხარემ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო გააფრთხილა, რომ ჩერნობილის სადგური გამორთული იყო ელექტროქსელიდან და დაკარგა გარე ელექტრომომარაგება, რის გამოც გაგრილების სისტემა გათიშვის საფრთხის წინაშე იყო. უკრაინაში აცხადებდნენ, რომ კაცობრიობა ტექნოგენური კატასტროფის წინაშეა. 

13 მარტს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა, გაგრილების სისტემამ კი მუშაობა ნორმალურ რეჟიმში გააგრძელა მუშაობა. თუმცა მომდევნო დღეს ელექტრომომარაგების ხაზი რუსების მიერ კვლავ დაზიანდა.


close დახურვა