ჰააგის სასამართლოს პროკურორი აცხადებს, რომ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო უკრაინაში ომის დანაშაულებზე გამოძიებას დაუყოვნებლივ იწყებს.
აღსანიშნავია, რომ უკრაინაში არსებულ სიტუაციაზე წინასწარი დაკვირვების შემდეგ, ICC-ის პროკურატურამ ორშაბათს, 28 თებერვალს უკრაინაში რუსეთის დანაშაულების შესახებ გამოძიების დაწყების სურვილი გამოთქვა და ICC-ის მოსამართლეებს ნებართვა სთხოვა.
რომის წესდების მე-14 მუხლის მიხედვით, გამოძიების დაწყების პროცესი დაჩქარდებოდა, თუ სიტუაციის შესახებ რომის წესდების მონაწილე სახელმწიფო მიმართავდა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს.
დიდმა ბრიტანეთმა 37 მოკავშირე ქვეყანასთან ერთად სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) უკრაინაში რუსეთის ომის დანაშაულების გამოძიების მოთხოვნით დღეს მიმართა.
დიდი ბრიტანეთისა და 37 სხვა წევრი სახელმწიფოს მიმართვის საფუძველზე, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურატურას ახლა შეუძლია ორგანოს სასამართლოს თანხმობის გარეშე, პირდაპირ საქმის გამოძიება დაიწყოს.
ბრიტანეთის ხელისუფლებაში მყოფი პარტიის მიმართვის საფუძველზე, 38 ქვეყნის ერთობლივი დააჩქარებს ICC-ის გამოძიების პროცესს. ეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ერთობლივი განაცხადია.
„რუსეთის მხრიდან უდანაშაულო მოქალაქეების მიმართ ძალის გამოყენება ომის დანაშაულია, რომელზეც პუტინის რეჟიმმა პასუხი უნდა აგოს“, - წერია დიდი ბრიტანეთის ოფიციალურ განცხადებაში.
ბრიტანეთის საგარეო მდივანი ლიზ ტრასი კი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ დაუყოვნებლივ დაიწყოს რუსეთის ბარბაროსული ქმედებების გამოძიება და დამნაშავეებს პასუხისმგებლობა დააკისროს.
„პუტინის სამხედრო მანქანა განურჩევლად ესხმის თავს მოქალაქეებს და ანგრევს ქალაქებს მთელ უკრაინაში. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ რუსეთის ბარბაროსული ქმებების გამოძიება სასწრაფო აუცილებლობისაა და სამართლიანი იქნება, რომ პასუხისმგებელმა პირებმა პასუხს აგებენ. დიდი ბრიტანეთი იმუშავებს მოკავშირეებთან ერთად, რათა დარწმუნდეს, რომ სამართალი აღსრულდება.“ - აცხადებს ლიზ ტრასი.