logo
ENG



ICWAW მთავრობას მიმართავს, უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში ყოფნის უფლება 1 წლით გაუგრძელონ

20 თებ 202320:29
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/20/5ligvqf6kvm915t.png
Ty O’Neil/Getty Images

ომით დაზარალებულ ქალთა საერთაშორისო ცენტრი (ICWAW) საქართველოს მთავრობას მიმართავს, უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში ყოფნის უფლება კიდევ ერთი წლის ვადით გაუგრძელდეთ.

ორგანიზაციამ ამ მოთხოვნით პეტიციაც შექმნა.

მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან, ფაქტობრივად, 1 წელია გასული, რაც იმას ნიშნავს, რომ ათასობით უკრაინის მოქალაქე დგება საქართველოს დატოვების საფრთხის წინაშე, მაშინ როდესაც ისინი ვერ მოახერხებენ საკუთარ ქვეყანაში უკან დაბრუნებას.

"2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, როდესაც რუსეთის ფედერაციამ განახორციელა სამხედრო შეჭრა დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოში, უკრაინაში - ათიათასობით უკრაინის მოქალაქე იძულებული გახდა დაეტოვებინა საკუთარი ქვეყნის ტერიტორია.

ოფიციალური მონაცემებით 2022 წელს 200 000-ზე მეტ უკრაინის მოქალაქეს აქვს საქართველოს საზღვარი გადმოკვეთილი და ათასობით უკრაინის მოქალაქე აგრძელებს საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნას. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უკრაინის მოქალაქეებს აქვთ საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული 1 წლის ვადით ყოფნის უფლება.

უკრაინაში ომის დაწყებიდან ფაქტობრივად გასულია 1 წელი, რაც იმას ნიშნავს, რომ ათასობით უკრაინის მოქალაქე დგება საქართველოს დატოვების საფრთხის წინაშე, მაშინ როდესაც ისინი ვერ მოახერხებენ საკუთარ ქვეყანაში უკან დაბრუნებას. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, ჩვენ, წინამდებარე პეტიციის ხელმომწერები მივმართავთ საქართველოს მთავრობას რომ მიიღოს გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისადაც უკრაინის მოქალაქეებს გაუგრძელდეთ ქვეყანაში ყოფნის უფლება კიდევ ერთი წლის ვადით"- ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა