logo
ENG



IDF-ის ცნობით, სახმელეთო ოპერაციების დაწყების შემდეგ 100-ზე მეტი ისრაელის სამხედრო დაიღუპა

11 დეკ 202311:55
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/11/hsjhmo7jnimtqsm.jpg
AP News

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციების დაწყების შემდეგ 100-ზე მეტი მათი სამხედრო დაიღუპა, მათ შორის ამ დილით იყო 4.

IDF-ის ცობით, დღეს დაღუპული ოთხი სამხედროდან 3 სამხრეთ ღაზაში მოკლეს, ხოლო მეოთხე სამხედრო ავტოსაგზაო შემთხვევის დროს. ისრაელი აცხადებს, რომ ჰამასის ტერორისტებმა 7 ოქტომბრის შემდეგ, ჯამში, 430 მათი სამხედრო მოკლეს, მათგან 101 თავდაცვის ძალების მიერ ფართო სახმელეთო თავდასხმის დღიდან.

მძევლების გაცვლის შესახებ ჰამასსა და ისრაელს შორის მიღწეული შეთანხმების შეწყვეტის შემდეგ, ისრაელი საბრძოლო ოპერაციებს ომის მეორე ეტაპს უწოდებს და აცხადებს, რომ ეს ფაზა სამხედრო თვალსაზრისით რთული იქნება.

ჰამასსა და ისრაელს შორის ომი მას შემდეგ დაიწყო, რაც 7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა - თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.


close დახურვა