logo
ENG



IDF-ის თქმით, ღაზაში ოპერაციის დროს ჰამასის 300-მდე სამიზნეს დაარტყეს

31 ოქტ 202312:43
3 წუთის საკითხავი
 

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ღაზაში სახმელეთო ოპერაციის ფარგლებში ჰამასის 300-მდე სამიზნეს დაარტყეს და ტერორისტები მოკლეს.

IDF ამბობს, რომ სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ძალების მიერ დარტყმული სამიზნეები მოიცავდა ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტებისა და რაკეტების გაშვების პოზიციებს, გვირაბის შესასვლელებს და ჰამასის სამხედრო შენაერთებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ოპერაციის დროს ისრაელელი ჯარისკაცები რამდენჯერმე შეეჯახნენ ტერორისტებს, რომლებიც ესროდნენ როგორც ტანკსაწინააღმდეგო სისტემებიდან, ისე ტყვიამფრქვევებიდან.

 


close დახურვა