ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის, დანიელ ჰაგარის განცხადებით, ისრაელი შუამავლების ჩართულობით ტერორისტულ დაჯგუფება ჰამასთან მოლაპარაკებას აგრძელებს. მისი თქმით, ისრაელისთვის მძევლების დაბრუნება მორალური ვალდებულებაა.
"მძევლების დაბრუნება ჩვენი მორალური ვალდებულებაა. მტკიცედ გადავწყვიტეთ, გამოვიყენოთ ყველა გზა ამ მოვალეობის შესასრულებლად. პროგრესის შესახებ ვაცნობებთ ოჯახებს და საზოგადოებას, როგორც კი ეს შესაძლებელი იქნება. მივმართავ მძევლების ოჯახის წევრებს - ჩვენ ვხედავთ იმ დიდ სტრესს, რომელსაც თქვენ განიცდით ამ ლოდინისა და გაურკვევლობის საათებში. ჩვენ თქვენ ვართ, უნდა გავუძლოთ ამ წნეხს.
ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს შუამავლების ჩართულობით. როგორც უკვე ვთქვი, არაფერია სრულყოფილი, ვიდრე ეს რეალურად არ მოხდება. შუამავლები - ეგვიპტე და კატარი მოქმედებენ მოლაპარაკების ეფექტურად წარმართვისთვის და კოორდინაციას უწევენ საკითხების განხილვას ტერორისტულ ორგანიზაცია ჰამასთან", - ამბობს ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი.
24 ნოემბერს, ჰამასმა 24 მძევალი გაათავისუფლა, მათ შორის 13 ისრაელის, 10 ტაილანდის, 1 კი ფილიპინების მოქალაქეა. გუშინ ღამით კი მძევლების გათავისუფლების მეორე რაუნდი შედგა და ჰამასმა 17 მძევალი გაათავისუფლა. მათ შორის 13 ისრაელელია, 4 კი ტაილანდელი. ამასთან, ისრაელის მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მძევლების მესამე ჯგუფი დღეს გათავისუფლდება.