logo
ENG



IDF: ლიკვიდირებულია ჰეზბოლას კიდევ ერთი მეთაური

29 სექ 202414:19
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/29/jm7lubexm6yf3to.jpeg

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ლიკვიდირებულია ჰეზბოლას კიდევ ერთი მეთაური ნაბილ კაუკი.

IDF-ის ცნობით, კაუკი საჰაერო იერიშს ემსხვერპლა. 

ნაბილ კაიუკი ტერორისტული ორგანიზაცია ჰეზბოლას ერთ-ერთი მეთაური იყო. ის უსაფრთხოებასა და ისრაელის სამხედროებისა და მოქალაქეების წუნააღმდეგ ტერორისტული ქმედებების განვითარებაზე იყო პასუხისმგებელი. 

IDF-ში ამბობენ, რომ კაუკი ტერორისტული ორგანიზაციის რიგებში 80-იანი წლებიდან იყო და მას შემდეგ დაჯგუფებაში სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა. 

თავად ჰეზბოლას კაუკის ლიკვიდაცია ჯერ არ დაუდასტურებია.

28 სექტემბერს, ცნობილი გახდა, რომ ისრაელის არმიამ ლიბანში ჰეზბოლას ლიდერი ჰასან ნასრალი გაანეიტრალა. პარასკევს ისრაელმა სარაკეტო იერიში განახორციელა ბეირუთში ჰეზბოლას ცენტრალურ შტაბზე, რა დროსაც მოკვდა ნასრალა.

 


close დახურვა