4,7 მილიონი ლარის შემოწირულობა ქართულ ოცნებას - ეს მხოლოდ 2020 წლის 3 ივნისამდე არსებული მონაცემებია. შთამბეჭდავია გასული წლის რიცხვებიც - ბიძინა ივანიშვილის პარტიამ 2019 წლის განმავლობაში 7 მილიონ ლარზე მეტი შემოწირულობა მიიღო.
თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა საპარლამენტო არჩევნებამდე რამოდენიმე თვით ადრე მმართველ პარტიის სასარგებლოდ განხორცილებული შემოწირულობების ანალიზი მოამზადა. კვლევის ავტორები ამბობენ, რომ პოლიტიკური შემოწირულობები კორუფციის რისკის შემცველია, რადგან შემომწირველი კომპანიები ხშირად სახელმწიფო ტენდერებში იმარჯვებენ, შეწირულ თანხას კი მოგვიანებით სახელმწიფო ბიუჯეტიდან უკან იბრუნებენ.