logo
ENG



IDFI კორონავირუსის პანდემიის დროს კორუფციის რისკებზე საუბრობს

08 აპრ 202010:22
3 წუთის საკითხავი
 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი ქვეყანაში კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის დროს  კორუფციის რისკებზე საუბრობს. IDFI-ის ანტიკორუფციული მიმართულების ხელმძღვანელი მარიამ მაისურაძე, სარეზერვო თანხის გაზრდაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ ამ თანხაზე შესაბამისი მონიტორინგი უნდა დაწესდეს. მისი თქმით, ასეთ დროს სახელმწიფომ შესაძლოა შესყიდვებისთვის დადგენილ მოთხოვნებს გვერდი აუაროს.

„საგანგებო მდგომარეობის გამო, შეჩერებულია საჯარო ინფორმაციის გაცემის ვადები. შესაბამისად, სამოქალაქო საზოგადოება იმ დონით ვერ ახერხებს მონიტორინგს როგორც ხდება ხოლმე ჩვეულებრივ. შესაბამისად, ჩვენ მოვუწოდებთ ყველა უწყებას, დამატებითი თანხები, რომლებიც მათ განესაზღვრათ გაზრდილი ბიუჯეტით, რაც შეიძლება რაციონალურად იქნას გამოყენებული და მაქსიმალურად მოახდინონ უფრო აქტიურად ინფორმაციის გამოქვეყნება, რათა საზოგადოებას არ გაუჩნდეს კითხვები თანხების ხარჯვასთან დაკავშირებით“, - განაცხადა მარიამ მაისურაძემ.

 


close დახურვა