logo
ENG



IMF-მა საქართელოს 200 მლნ დოლარის დახმარება გადმოურიცხა

06 მაი 202010:09
3 წუთის საკითხავი
 

"საერთაშორისო სავალუტო ფონდის" გზავნილი, დაახლოებით 200 მილიონი დოლარის მოცულობის საბიუჯეტო დახმარება რამდენიმე საათის წინ გადმოირიცხა. თანხა გადაუდებელი ხარჯების დაფინანსებას მოხმარდება, რაც ჯანდაცვისა და სოციალურ სფეროში გაზრდილ ხარჯებს გულისხმობს.

სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის თქმით, „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმი" ხელისუფლებას კოვიდ 19-სგან გამოწვეული სირთულეების დაძლევაში დაეხმარება.

დახმარების გამოყოფის შესახებ წინადადება საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორთა საბჭომ აპრილის მიწურულს დააკმაყოფილა. შექმნილ ვითარებაზე საპასუხოდ საერთაშორისო დონორებისგან საქართველოს მთავრობა მთლიანობაში მილიარდ ნახევარი  დოლარის დახმარებას მოიზიდავს. 


close დახურვა