logo
ENG



IPI: შეშფოთებული ვართ, რომ გვარამია პოლიტიკურად მოტივირებული კორუფციის ბრალდებით დააკავეს

17 მაი 202216:10
3 წუთის საკითხავი
 
IPI: შეშფოთებული ვართ, რომ გვარამია პოლიტიკურად მოტივირებული კორუფციის ბრალდებით დააკავეს

პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი (IPI) შეშფოთებას გამოთქვამს მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავების გამო.

IPI მოუწოდებს ხელისუფლებას, თავი შეიკავოს პრესის შევიწროებისგან.

"IPI შეშფოთებულია ინფორმაციით, რომ ჟურნალისტ ნიკა გვარამიას პოლიტიკურად მოტივირებული კორუფციის ბრალდებით 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, თავი შეიკავოს პრესის შევიწროებისგან", - აღნიშნულია IPI-ს განცხადებაში.

16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ მთავარი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო და 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა

პროკურატურა მთავარი არხის დამფუძნებელს ნიკა გვარამიას ჯერ კიდევ რუსთავი 2-ის დირექტორობის დროს, ტელეკომპანიის კუთვნილი ქონების დიდი ოდენობით გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებას, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებოდა.


close დახურვა