logo
ENG



IRI: გამოკითხულთა 39% 20 ივნისის ღამეზე პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებს

19 ნოე 201900:38
3 წუთის საკითხავი
 
elnyfv43128rrcg.jpg

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტმა (IRI) 2019 წლის 20 ივნისის საპროტესტო აქციების შემდეგ პირველი კვლევა ჩაატარა. კვლევის თანახმად, მოსახლეობა ყველაზე მეტად ჯარს ენდობა - 86%. შემდეგ მოდის ეკლესია, რომელსაც კვლავ ნდობის მაღალი მანდატი გააჩნია მოსასხლეობაში - 84%. აღსანიშნავია, რომ ეს რეიტინგი საეკლესიო სკანდალამდე არის ჩატარებული. მედიას 72%, ხოლო პოლიციას 59% ენდობა.

მხოლოდ 37% ენდობა პარლამენტს, 27% ენდობა პრეზიდენტს, ასევე 27% ენდობა მთავრობას, ხოლო 25% ენდობა სასამართლოს. პრემიერს ენდობა გამოკითხულთა 34%.

კითხვაზე თუ ვის ეკისრება პასუხისმგებლობა 20 ივნისის ღამეზე გამოკითხულთა 39% ამბობს, რომ პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას. გამოკითხულთა 24% ამბობს, რომ პასუხისმგებლობა ეკისრება ყველას. 23% ამბობს, რომ პასუხისმგებლობა შინაგან საქმეთა მინისტრს ეკისრება.

წინამდებარე კვლევის საველე სამუშაოები ჩაატარა კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა (IPM), 2019 წლის 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით. კვლევას კოორდინაციას უწევდა კვლევითი კომპანიის „ბალტიის კვლევები/გელაპის ორგანიზაციის“ წარმომადგენელი, დოქტორი რასა ალისაუსკიენე, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის დაკვეთით. კვლევა განხორციელდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდის გამოყენებით რესპოდენტების საცხოვრებელ სახლებში. 

კვლევაში მონაწილეობა მიიღო საარჩევნო ხმის უფლების მქონე საქართველოს 1500-მა მაცხოვრებელმა, 18 წლის ასაკიდან. შერჩევა არის წარმომადგენლობითი და ზუსტად ასახავს საქართველოს მთლიან მოსახლეობას ასაკის, სქესის, რეგიონისა და სიდიდის გათვალისწინებით. გამოყენებული იქნა მრავალსაფეხურიანი ალბათობის მეთოდი, შემთხვევითი მარშრუტისა და შემდგომი დაბადების დღის მქონე რესპოდენტის შერჩევის კრიტერიუმით. 



close დახურვა