საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 82% მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა პანდემიის გამოცხადების შემდეგ გაუარესდა.
ამავე კვლევის თანახმად, 65 პროცენტი მიიჩნევს, რომ ეკონომიკური მდგომარეობა მათ ოჯახში „ძალიან“ (22 %) ან „მნიშვნელოვნად“ (43 %) მძიმეა, ხოლო 67 % თვლის, რომ კორონავირუსის შედეგად, კიდევ უფრო გაუარესდა.
კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის, დოქტორ რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2020 წლის 4 ივნისი - 2 ივლისის პერიოდში. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილი იყო ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი - 66 პროცენტს.