logo
ENG



IRI: მოსახლეობის 73% კოალიციურ მთავრობას ემხრობა

12 აგვ 202019:05
3 წუთის საკითხავი
 
4z9em2fgavf9gbx.jpg

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, მოსახლეობის უმრავლესობა კოალიციური მთავრობის მომხრეა.

უფრო კონკრეტულად, კითხვაზე - "ეთანხმებით თუ არა დებულებას, რომ საქართველოს დემოკრატიისთვის ჯანსაღია, რამდენიმე პარტიისგან შემდგარი მთავრობის ყოლა?" – 34% პასუხობს, რომ სრულად ეთანხმება, 39% კი - ნაწილობრივ. ამასთან, 13% ამ დებულებას ნაწილობრივ არ ეთანხმება, ხოლო 6% - სრულად. 9%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს.

კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის, დოქტორ რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2020 წლის 4 ივნისი - 2 ივლისის პერიოდში. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილი იყო ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი - 66 პროცენტს.


close დახურვა