IRI-ის საზოგადოებრივი კვლევის თანახმად, 2012 წლის შემდეგ მოსახლეობის ოპტიმიზმი ყველაზე დაბალია.
შეკითხვაზე, ამასთან, შეკითხვაზე, როგორ შეაფასებდით საქართველოს მოსახლეობაში გავრცელებულ განწყობას, პასუხები ასეთია :
- ოპტიმისტურად - 47%
- ნეიტრალურად - 38%
- პესიმისტურად - 15%
აღსანიშნავია, რომ 2012 წლის შემდეგ ოპტიმისტურად შეფასების მაჩვენებელი ბოლო კვლევაში ყველაზე დაბალია. 2012 წელს ის 83%-ს შეადგენდა.
IRI-ის დაკვეთით კვლევა ჩატარდა 2022 წლის 13 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე პერიოდში. საველე სამუშაოები კომპანია IPM-მა ჩაატარა. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით რესპონდენტთა სახლებში. მრავალეტაპიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდით გამოიკითხა 1500 სრულწლოვანი მოქალაქე. ცდომილების ზღვარი +/- 2.5%-ია.