logo
ENG



IRI: გამოკითხულთა 32% მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება

12 აგვ 202016:25
3 წუთის საკითხავი
 
nbwqbvrsuaj4gaa.png

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 32% ფიქრობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. 

აღსანიშნავია, რომ მანამდე ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 22% მიიჩნევდა, რომ ქვვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდებოდა. 

კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის, დოქტორ რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2020 წლის 4 ივნისი - 2 ივლისის პერიოდში. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილი იყო ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი - 66 პროცენტს. 


close დახურვა