logo
ENG



IRI: გამოკითხულთა 67% ამბობს, რომ მათი ფინანსური მდგომარეობა პანდემიის შემდეგ გაუარესდა

12 აგვ 202015:25
3 წუთის საკითხავი
 
k3s4ahsvmtlthun.jpg

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 82% მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა პანდემიის გამოცხადების შემდეგ გაუარესდა. 

ამავე კვლევის თანახმად, 65 პროცენტი მიიჩნევს, რომ ეკონომიკური მდგომარეობა მათ ოჯახში „ძალიან“ (22 %) ან „მნიშვნელოვნად“ (43 %) მძიმეა, ხოლო 67 % თვლის, რომ კორონავირუსის შედეგად, კიდევ უფრო გაუარესდა.

კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის, დოქტორ რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2020 წლის 4 ივნისი - 2 ივლისის პერიოდში. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილი იყო ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი - 66 პროცენტს. 


close დახურვა