logo
ENG



ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი: ვგმობთ რუსულ კანონს, ვწყვეტთ მთავრობასთან თანამშრომლობას

03 მაი 202422:16
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/03/btzyhxcb7jsyt4l.jpg

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი გმობს რუსულ კანონს და აცხადებს, რომ წყვეტს მთავრობასთან თანამშრომლობას იქამდე, სანამ ის კვლავ ქვეყნის ევროპული გზის სამსახურში არ დაბრუნდება.

"ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი, რომელიც 2011 წლიდან ემსახურება ქვეყანაში ეკონომიკური პოლიტიკის დიალოგს და ქვეყნის განვითარებას კვლევითი საქმიანობითა და ეკონომიკური ექსპერტიზით, გმობს მთავრობის მიერ ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის კურსის რისკის ქვეშ დაყენებას და რუსულ კანონს და წყვეტს მთავრობასთან თანამშრომლობას იმ მომენტამდე, სანამ საქართველოს მთავრობა კვლავ ქვეყნის ევროპული გზის სამსახურში არ დაბრუნდება", - ნათქვამია განცხადებაში.

17 აპრილს, ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონს I მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა. 

29 აპრილს კი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა რუსულ კანონს მხარი მეორე მოსმენით დაუჭირა. განხილვაზე კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომიდან ოპოზიციონერი დეპუტატები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები გააძევა.


close დახურვა