logo
ENG



ISFED​: ალტ-ინფოს ვებგვერდი Facebook-მა ჩვენი შეტყობინების საფუძველზე წაშალა

19 ივლ 202115:31
3 წუთის საკითხავი
 
2021/07/19/mxhvw93du2zjnsw.jpg

ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების ინფორმაციით, პრორუსული და ძალადობრივი პლატფორმის, ალტ-ინფოს ვებგვერდი Facebook-მა მათი შეტყობინების საფუძველზე წაშალა.

ISFED-მა Facebook-ს მიმართა და ალტ-ინფოს მიერ მის პლატფორმაზე გაკეთებული სიძულვილის ენის შემცველი განცხადებებისა და ძალადობრივი ჯგუფების მობილიზების შესახებ აცნობა.

"Facebook-ის შესაბამისი განყოფილების გადაწყვეტილებით, ალტ-ინფომ Facebook-ის გამოყენების წესები და პოლიტიკა დაარღვია", - წერია განცხადებაში. 

ალტ-ინფო 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორია. ცნობისთვის, 16 ივლისს ცნობილი გახდა, რომ პლატფორმა ალტ-ინფო Facebook-ზე აღარ იძებნება

მანამდე, 11 ივლისს ჰოსტინგ კომპანია iPage.Com-მა პლატფორმის ვებსაიტი altinfo.org გათიშა

 


close დახურვა