logo
ENG



ISFED აგვისტოს ომზე: 12 წლის შემდეგ ქვეყნის ტერიტორიის 20% კვლავ ოკუპირებულია

07 აგვ 202016:16
3 წუთის საკითხავი
 
68gz751ko212ydz.jpg

12 წლის შემდეგ ქვეყნის ტერიტორიის 20% კვლავ ოკუპირებულია, საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქეების გატაცება და შევიწროება ისევ გრძელდება, - ასე ეხმაურება არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნები რუსეთ-საქართველოს მე-12 წლისთავს.

როგორც სამართლიანი არჩევნების (ISFED) განცხადებაში ვკითხულობთ, 2008 წელს რუსულმა მხარემ უხეშად დაარღვია საერთაშორისო სამართლის ნორმები.

"დღეს, 7 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომიდან 12 წელი შესრულდა. 2008 წელს რუსულმა მხარემ უხეშად დაარღვია საერთაშორისო სამართლის ნორმები და ფართომასშტაბიანი აგრესია წამოიწყო საქართველოს წინააღმდეგ, რითაც ათასობით ადამიანი დააზარალა. 12 წლის შემდეგ ქვეყნის ტერიტორიის 20% კვლავ ოკუპირებულია, საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქეების გატაცება და შევიწროება ისევ გრძელდება.

კიდევ ერთხელ ვიხსენებთ 2008 წლის აგრესიის მსხვერპლებს და თანადგომას ვუცხადებთ მათ ოჯახებს, იძულებით გადაადგილებულ პირებს და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას", - აღნიშნულია განცხადებაში.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 12 წელი გავიდა. რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად, დაიღუპა საქართველოს 224 სამოქალაქო პირი, თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე და შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი. 150 ათას ადამიანს საკუთარი საცხოვრებლის დატოვება მოუწია. მათგან ბევრი დღესაც დევნილია. 


close დახურვა