საზოგადოებრივი აზრის უახლესი კვლევის მიხედვით, რომელსაც სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა (ISSA) აწარმოვა, მიმდინარე საპროტესტო აქციებს საქართველოს მოსახლეობის უფრო დიდი ნაწილი (43%) ემხრობა.
ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად იზრდება თბილისის მოსახლეობასა (62%) და პროევროპული ოპოზიციის ამომრჩევლებში (78%).
ტენდენცია სხვაგვარია რეგიონებში, სადაც საპროტესტო აქციებს არ ემხრობა 40%, ხოლო ემხრობა 35%. პროტესტს არ ემხრობა "ქართული ოცნების" ამომრჩეველთა 75%.
ამასთანავე, უფრო მკვეთრია მხარდაჭერა აღნიშნული აქციების დროს დაკავებული ადამიანების მიმართ, მათ შორის "ქართული ოცნების" ამომრჩევლებშიც.
კერძოდ, მათ გათავისუფლებას ემხრობიან:
- საქართველოს მოსახლეობის 73%;
- თბილისის მოსახლეობის 79%;
- რეგიონების მოსახლეობის 70%;
- ოპოზიციის ამომრჩევლების 92%
- "ქართული ოცნების" ამომრჩევლების 40% (ეწინააღმდეგება 50%).
კვლევის მეთოდოლოგია
- კვლევის ტიპი: რაოდენობრივი კვლევა
- სამიზნე ჯგუფი: საქართველოს სრულწლოვანი (18+) მოსახლეობა
- შერჩევით ერთობლიობა: 2000 რესპონდენტი
- მეთოდი: პირისპირ ინტერვიუ
- შერჩევა: ალბათური; კერძოდ, კლასტერული შერჩევა წინასწარი სტრატიფიკაციით
- შერჩევის ცდომილება: ±2.2% მთლიანი შერჩევისთვის, 95%-იანი სანდოობით
- გამოპასუხების წილი: 71%
- საველე სამუშაოები განხორციელდა 2025 წლის 17-29 ივნისის შუალედში.
