logo
ENG



ISW: ბახმუტში მძიმე ბრძოლები გრძელდება, რუსები ქალაქზე თავდასხმებს აგრძელებენ

29 აპრ 202314:50
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/29/dz1ejckxrnnz3xl.jpg

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტში მძიმე ბრძოლები გრძელდება, რუსები კი ქალაქზე თავდასხმებს აგრძელებენ.

"ბახმუტში მძიმე ბრძოლები გრძელდება. რუსები ქალაქსა და მის შემოგარენში სახმელეთო თავდასხმებს აგრძელებენ. უკრაინულმა ძალებმა მოიგერიეს რუსული სახმელეთო შეტევები ბოგდანოვკას მიმართულებით, რომელიც ბახმუტიდან ჩრდილო-დასავლეთით 5 კილომეტრში მდებარეობს", - აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.

27 აპრილს, უკრაინის გენერალურმა შტაბმა პირველად გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინულმა ჯარებმა რუსული სახმელეთო შეტევა ჩასოვ იარის მიმართულებით მოიგერიეს, რომელიც ბახმუტიდან დასავლეთით 9 კილომეტრში მდებარეობს.

ISW-ს ინფორმაციით, ბოლო დღეებში რუსმა ოკუპანტებმა ბახმუტის რეგიონში ვერავითარ წარმატებას ვერ მიაღწიეს. ამასთან, ბოლო ინტერვიუში, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინას არ შეუძლია ბახმუტის მიტოვება, რადგან ქალაქის აღება რუსეთის ჯარებს ფრონტის გაფართოებაში დაეხმარება.


close დახურვა