logo
ENG



ISW: დანაკარგების თავიდან ასაცილებლად, უკრაინელებს, შესაძლოა, ბახმუტის დატოვება მოუწიოთ

01 თებ 202315:57
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/01/dzdf91y06clvv9x.jpg

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, დიდი დანაკარგების თავიდან ასაცილებლად, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, შესაძლოა, ბახმუტის დატოვება მოუწიოთ.

"რუსული ძალების მიერ ბახმუტის აღება გარდაუვალი არ არის, მაგრამ დიდი დანაკარგების თავიდან ასაცილებლად, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, შესაძლოა, ბახმუტის დატოვება მოუწიოთ", - ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის ძალების აღმოსავლეთ ჯგუფის სპიკერის, სერგეი ჩერევატის განცხადებით, უკრაინულ ძალებს ჯერ კიდევ შეუძლიათ ბახმუტში მდებარე ქვედანაყოფების ეფექტურად მომარაგება. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ სარდლობას აქვს რამდენიმე სამოქმედო გეგმა ბახმუტის ირგვლივ განვითარებული მოვლენების სხვადასხვა სცენარისთვის.

გუშინ, ომის კვლევის ინსტიტუტმა აღნიშნა, რომ რუსეთი მორიგი შეტევისთვის ემზადება და დონბასში თავის ჯარს აძლიერებს. ISW მიუთითებს, რომ ოკუპანტ ქვეყანას შიდა ზეწოლის ზრდის გამო დასჭირდება შეტევა გამარჯვებისთვის.


close დახურვა