logo
ENG



ISW: კრემენაიას მახლობლად რუსების შეტევა ჩაიშალა

01 მარ 202316:13
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/01/py9mmbnr7b2oluh.jpg

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, კრემენაიას მახლობლად რუსების შეტევა ჩაიშალა.

"რუსეთის ჯარებმა ვერ მიაღწიეს მნიშვნელოვან წარმატებას კრემენაიას რეგიონში, სადაც ისინი წინსვლას ერთდროულად რამდენიმე რეგიონში ცდილობენ.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ძალებს ლუჰანსკის ოლქში ჯერ კიდევ აქვთ ინიციატივა, რუსული შეტევითი ოპერაციები ლუჰანსკის ოლქში წარუმატებელი იყო, რაც ადასტურებს ISW-ს წინასწარ შეფასებას, რუსეთის ძალებს ლუჰანსკის ოლქში არ გააჩნიათ საკმარისი რეზერვები შეტევის მასშტაბის ან ინტენსივობის გასაზრდელად", - აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.

გასული დღის განმავლობაში, რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ტერიტორიაზე 2 სარაკეტო და 12 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. გენერალური შტაბის თქმით, უკრაინის მასშტაბით მტრის სარაკეტო და საჰაერო დარტყმების საფრთხე კვლავ მაღალია.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ბახმუტში ვითარება ძალიან მძიმეა, ბრძოლის ინტენსივობა კი იზრდება. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ ამ ფონზე, უკრაინელი სამხედროები აგრძელებენ მზადებას რუსეთის მიერ ოკუპირებული მიწების გასათავისუფლებლად.


close დახურვა