logo
ENG



ISW: პუტინს "საშობაო ზავის" გამოცხადებით უკრაინის რეპუტაციის შელახვა სურს

06 იან 202310:37
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/06/7v8rs8zf0twn759.jpg

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს „საშობაო ზავის“ გამოცხადებით, უკრაინის რეპუტაციის შელახვა სურს.

"რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადება იმის შესახებ, რომ რუსული ჯარები შობის დღესასწაულთან დაკავშირებით 6-დან 7 იანვრამდე 36 საათიან ზავს გამოაცხადებენ, სავარაუდოდ, საინფორმაციო ოპერაციაა, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის რეპუტაციის შელახვას.

პუტინის მიერ ცეცხლის შეწყვეტის რელიგიური ნიშნით გამართლება დამატებით დამატებით აძლიერებს რუსეთის მორიგ საინფორმაციო ოპერაციას", - ნათქვამია განცხადებაში.

გუშინ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების შეხების ხაზზე 6-7 იანვარს ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გასცა. 7 იანვარს რუსეთი შობას აღნიშნავს. პუტინის განკარგულებით, ცეცხლის შეწყვეტა 6 იანვარს მოსკოვის დროით 12:00 საათზე ამოქმედდება და 7 იანვრამდე, მოსკოვის დროით 24:00 საათამდე გაგრძელდება. 

"საშობაო ზავის" ინიციატივით დღეს რუსეთის პატრიარქი კირილეც გამოვიდა. 


close დახურვა