ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, რუსები აზვიადებენ თავიანთ მიღწევებს ბახმუტთან.
"რუსი ოკუპანტების ბოლო განცხადებები ბახმუტთან წინსვლის შესახებ არ მიუთითებს რუსული ჯარების მიერ ქალაქის გარდაუვალ ალყაზე. გეოლოკაციის გამოსახულებები მიუთითებს იმაზე, რომ მტერმა, სავარაუდოდ, დაიპყრო სოფელი ოზარიანოვკა, რომელიც ბახმუტიდან სახმრეთ-დასავლეთით, 15 კმ-ში მდებარეობს", - ნათქვამია განცხადებაში.
ამერიკელი ანალიტიკოსების თქმით, ჯერჯერობით არ არსებობს არანაირი მტკიცებულება ღია წყაროებში, რომელიც ადასტურებს ოკუპანტების განცხადებებს კურდიუმოვკას, კლიშივკას, ანდრიივკას, ზელენოპოლიას, პოდგოროდნისა და სპირნეს დაკავების შესახებ ბახმუტის სამხრეთიდან და აღმოსავლეთიდან შემორტყმის განზრახვით.
ინსტიტუტის განცხადებით, რუსული წყაროები, ხანგრძლივი საინფორმაციო ოპერაციის ფარგლებში, ავრცელებენ ცრუ განცხადებებს ბახმუტის გარშემო პროგრესის შესახებ და შესაბამისად, ბოლოდროინდელი ცნობები შემდგომი წარმატებების შესახებ შესაძლოა, ამ საინფორმაციო ოპერაციის ნაწილი იყოს.