ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, რუსმა სამხედროებმა ვერ შეძლეს მობილიზებულთა სწრაფად მომზადება ეფექტური შეტევითი ოპერაციებისთვის.
"დონეცკის რეგიონში, ვუჰლედარის მახლობლად რუსეთის კულმინაციამ და ტაქტიკურმა წარუმატებლობამ, სავარაუდოდ, კიდევ უფრო შეასუსტა რუსული ულტრანაციონალისტური საზოგადოების რწმენა, რომ რუსეთის ძალებს შეეძლოთ გადამწყვეტი შეტევითი ოპერაციის დაწყება", - ნათქვამია განცხადებაში.
ამერიკელი ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ რუსეთის სამხედრო სარდლობა ბახმუტის რეგიონში თავის ყველაზე ელიტარულ დანაყოფებს მცირე ჯგუფებად ათავსებს ქალაქში შეღწევის ტაქტიკის გამოყენებით. მათი თქმით, როგორც ჩანს, ეს ტაქტიკა იწვევს რუსეთის ძალების მნიშვნელოვან ტაქტიკურ წინსვლას ბახმუტის რეგიონში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ოპერატიული უპირატესობა, თუ უკრაინული ძალები გადაწყვეტენ ბახმუტიდან უკან დახევას.
"რუსმა სამხედროებმა ვერ მოამზადეს მობილიზებული პერსონალი ეფექტური მექანიზებული შეტევითი ოპერაციებისთვის. საბრძოლო მასალის ნაკლებობა, სავარაუდოდ, მექანიზებული მანევრების რუსული ტაქტიკის არაეფექტურობის მიზეზია", - აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.
ამერიკელი ექსპერტების აზრით, რუსი სამხედროები ნაკლებად სავარაუდოა, რომ შეძლებენ შეტევის გაფართოებას ბახმუტის ტერიტორიიდან სამხედრო ოპერაციების უფრო ფართო არეალში. ამასთან, ისინი აღნიშნავენ, რომ რუსულ ჯარებს არ გააჩნიათ ელიტური ფორმირებები, რომლებიც საჭიროა აღმოსავლეთ უკრაინაში უფრო დიდი შეტევის განსახორციელებლად.