logo
ENG



ISW: რუსეთმა ლუჰანსკის ოლქში მორიგი მასშტაბური შეტევა დაიწყო

09 თებ 202313:23
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/09/9meegelwui63dkl.jpg

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) ყოველდღიურ ანგარიშში იუწყება, რომ რუსეთმა უკრაინის ლუჰანსკის ოლქში მორიგი მასშტაბური შეტევა დაიწყო.

ინსტიტუტში აცხადებენ, რომ რუსი ოკუპანტები უტევენ ლუჰანსკისა და ხარკივის ოლქების საზღვართან მდებარე სვატოვო-კრემენნაიას მონაკვეთს, სადაც, მათივე ცნობით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ოკუპანტების აქტივობა გაზრდილია.

ISW-ში აცხადებენ, რომ რუსეთის ჯარები აღწევენ გარკვეულ წარმატებას სვატოვოს ჩრდილო-დასავლეთით, თუმცა უკრაინის შეიარაღებული ძალები მოწინააღმდეგეს არ აძლევენ მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევის საშუალებას.

"რუსული ძალები ეტაპობრივად იწყებენ შეტევას, მაგრამ მათი წარმატება არ არის ნიშანდობლივი ან წინასწარ გადაწყვეტილი", - ნათქვამია ISW-ის ანგარიშში.


close დახურვა