logo
ENG



ISW: რუსეთს არ შეუძლია რამდენიმე დიდი შეტევითი ოპერაცია განახორციელოს

05 თებ 202311:20
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/05/zrw691dzq0tokum.jpg

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, რუსეთს არ შეუძლია რამდენიმე დიდი შეტევითი ოპერაცია განახორციელოს.

"რუსეთის გადამწყვეტი შეტევითი ოპერაციები ნაკლებად სავარაუდოა, რომ მიმართული იქნება ქალაქ ზაპოროჟიესკენ, რადგან ოკუპანტები აგრძელებენ შეტევისთვის მომზადებას ლუჰანსკის რეგიონის დასავლეთით. რუსული ჯარები ასევე აძლიერებენ თავდასხმებს ბახმუტზე.

უკრაინელი სამხედროები იუწყებიან, რომ რუსეთის ჯარებს არ შეუქმნიათ საკმარისად ძლიერი დამრტყმელი ჯგუფი ზაპოროჟიეს მიმართულებით შეტევის განსახორციელებლად", - ნათქვამია განცხადებაში. 

ISW-ს ინფორმაციით, ოკუპანტებმა შეზღუდული შეტევითი ოპერაციები ჩაატარეს სვატოვოს ჩრდილო-დასავლეთით და აგრძელებენ შეტევით ოპერაციებს კრემენაიას გარშემო. ამასთან, რუსული ძალები აქტიურად უტევენ ბახმუტსა და ვუჰლედარს.

ამერიკელი ექსპერტების თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ რუსეთის სამხედრო ობიექტებზე შეტევას ხერსონის ოლქის აღმოსავლეთ (მარცხენა) სანაპიროზე.


close დახურვა