logo
ENG



ISW: რუსული ძალები, სავარაუდოდ, კუპიანსკი-ლიმანის მიმართულებით შეტევისთვის ემზადებიან

10 თებ 202412:57
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/10/uawc5n9abwu8z3p.jpg

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, რუსული ძალები კუპიანსკი-ლიმანის მიმართულებით შეტევისთვის ემზადებიან.

ყოველდღიურ ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ კუპიანსკი-ლიმანის მიმართულებით რუსული ჯარების სამეთაურო პუნქტი მოინახულა. არსებული ინფორმაციით, ვიზიტისას მან რუსეთის სარდლობისგან ფრონტის ხაზზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიიღო.

"ეს ვიზიტი, შესაძლოა, მიუთითებდეს იმაზე, რომ რუსეთის სამხედრო სარდლობა პრიორიტეტს ანიჭებს შეტევითი ოპერაციების განხორციელებას კუპიანსკი-სვატოვო-კრემენაიას ხაზზე", - ნათქვამია განცხადებაში.

გამოცემა Forbes-ის მონაცემებით, რუსმა ოკუპანტებმა კუპიანსკის მიმართულებით 500-მდე ტანკი, 600-ზე მეტი საბრძოლო მანქანა და 40 000-მდე ჯარისკაცი განალაგეს.


close დახურვა