logo
ENG



ISW: რუსული ჯარები კიევის აღებას ვერ შეძლებენ, თუნდაც ისევ შეეცადონ შეტევას

16 დეკ 202217:28
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/16/5m8s2ph07h03ge1.jpg

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, რუსული ჯარები კიევის აღებას ვერ შეძლებენ, თუნდაც ისევ შეეცადონ შეტევას.

"ჩრდილოეთ უკრაინაში, განმეორებითი შეტევის შემთხვევაში, რუსული ჯარები, ნაკლებად სავარაუდოა, რომ 2023 წლის ზამთარში იყვნენ უფრო წარმატებული, ვიდრე 2022 წლის თებერვალში. რუსეთის შეიარაღებულ ძალებს არ გააჩნიათ ის საბრძოლო ძალა, რაც ჰქონდათ, როდესაც რუსეთის ფედერაციას 2022 წლის თებერვალში კიევის აღების სრულმასშტაბიანი მცდელობა ჰქონდა და ჩავარდა", - ნათქვამია განცხადებაში.

ISW-ს თქმით, რუსეთის ჯარებმა ვერ შეძლეს თავიანთი მიღწევების დაცვა მთელ უკრაინაში. ამასთან ამერიკელი ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ რუსები ახლა ბახმუტში წინ მიიწევენ, არაუმეტეს 100-200 მეტრით დღეში, მას შემდეგ, რაც იქ თავიანთი ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირება მოახდინეს. ამერიკელი ექსპერტების თქმით, რუსებს საჰაერო უპირატესობა არ აქვთ და მათ დიდწილად ამოწურეს მართვადი საბრძოლო მასალის არსენალი.

"უკრაინულმა ჯარებმა, თავის მხრივ, მოამზადეს მნიშვნელოვანი თავდაცვითი სიმაგრეები ჩრდილოეთ უკრაინაში და ახლა უკეთ არიან მომზადებული თავდაცვისთვის, ვიდრე 2022 წლის თებერვალში", - განაცხადა ომის კვლევის ამერიკულმა ინსტიტუტმა.


close დახურვა