ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, რუსულ ძალებს შეუძლიათ გადამწყვეტი შეტევა უახლოეს თვეებში განახორციელონ.
"ექსპერტები აღნიშნავენ, რომ უკრაინის დაზვერვის შეფასებით, რუსული ძალები ემზადებიან შეტევისთვის 2023 წლის გაზაფხულზე ან ზაფხულის დასაწყისში, ნაწილობრივ ადასტურებს ISW-ს შეფასებას, რომ რუსეთის ძალებს შეუძლიათ გადამწყვეტი შეტევა უახლოეს თვეებში განახორციელონ", - ნათქვამია განცხადებაში.
ამერიკელი ანალიტიკოსების თქმით, რუსეთი აგრძელებს ირანთან სამხედრო და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას, სანქციების ორმხრივად აცილების მიზნით.
23 იანვარს, რუსეთის დუმის თავმჯდომარე, ვიაჩესლავ ვოლოდინი თეირანში შეხვდა ირანის პარლამენტის თავმჯდომარეს, მოჰამად ბაგერ ღალიბაფს და ირანის პრეზიდენტს, ებრაჰიმ რაისის, ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით.
"რუსეთის ოფიციალური პირები და საოკუპაციო ხელისუფლება აგრძელებენ ძალისხმევას ოკუპირებული ტერიტორიების რუსულ სოციალურ, ადმინისტრაციულ, პოლიტიკურ სისტემებში ინტეგრირებისთვის, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე განსხვავებული აზრის აღსაკვეთად", - აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.