logo
ENG



ISW: სავარაუდოდ, რუს ოკუპანტებს ბახმუტის მიმართულებით დიდი დანაკარგები აქვთ

11 აპრ 202311:52
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/11/s17pncius5mhx6w.jpg

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, სავარაუდოდ, რუს ოკუპანტებს ბახმუტის მიმართულებით დიდი დანაკარგები აქვთ.

"კვირას და ორშაბათს, 9-10 აპრილს, რუსმა ოკუპანტებმა განაგრძეს წინსვლა დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტთან.

სავარაუდოდ, რუსი ოკუპანტები კვლავ განიცდიან დიდ დანაკარგებს. შესაძლოა, მტერმა შეძლო სოფელ ხრომოვოს ჩრდილო-დასავლეთით ოდნავ წინ გარღვევა, რომელიც ბახმუტიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს", - აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.

10 აპრილს, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსები აგრძელებენ თავდასხმის მცდელობას ბახმუტის, ავდეევკას, მარინკასა და ლიმანის მიმართულებით.


close დახურვა